суббота, 17 мая 2014 г.

სხალთის ტაძარი

სხალთის ტაძარი არის მართლმადიდებლური ტაძარი აჭარაში. იგი დათარიღებულია მე-13 საუკუნის შუა ხანით. 
ეს არის დიდი დარბაზული ეკლესია.






სხალთის ეკლესია არის შუა საუკუნეების ეკლესია, რომელიც გადაურჩა ოსმალეთს და საბჭოთა პერიოდს აჭარაში. იგი ფუნქციური გახდა 1990 წელს.

სხალთის მონასტერი მდებარეობს ბორცვზე, მდინარე სხალთისწყლის ხეობაში, სოფელ ყინჩაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში. როგორც გზა, რომელიც შუა საუკუნეებში , სტრატეგიულად უკავშირდებოდა აჭარა არტაანს ( თანამედროვე არდაგანი, თურქეთი). წერილობითი წყაროები სხალთის შესახებ მწირია.

 ლეგენდა ეკლესიის მშენებლობას თამარ მეფის (1184-1213 წწ.) სახელს უკავშირებს. "ოქროს ხანა" შუა საუკუნეების საქართველოში. თანამედროვე კვლევები დღემდე ეკლესიის მშენებლობას მე-13 საუკუნით ათარიღებს. იმ დროს სხალთის ხეობა ერისთავთ ერისთავებს აბუსერიძეებს ეკუთვნოდათ. 

მას შემდეგ, რაც ოსმალეთმა დაიპყრო რეგიონი ( XVI ს.) ეკლესია იყო მიტოვებული. XIX საუკუნეში პირველად მონასტერი ქართველმა ოფიცერმა გიორგი ყაზბეგმა მოინახულა 1874 წელს. 

მას შემდეგ, რაც 1878 წელს აჭარა რუსეთის ხელში გადავიდა, აქ იმყოფებოდა დ. ბაქრაძე და გრაფინია პ. უვაროვა.
დ. ბაქრაძეს მოჰყავს დოკუმენტი, საქართველოს მეფე ალექსანდრე I (1412-1442 წწ.) პერიოდში, რომლის თანახმადაც , სხალთის ეკლესია მცხეთის საპატრიარქო კათედრას ეკუთვნოდა. 

1989 წლის ივნისში, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II ეწვია. 1990 წელს სხალთის ტაძარი აკურთხეს, როგორც მამათა მონასტერი.



სხალთის მონასტერი დიდი დარბაზული ეკლესიაა,  შვიდი შვერილი წახნაგოვანი საკურთხეველით.ორი ძირითადი პორტალები სამხრეთით და დასავლეთით და დამატებითი კარით ჩრდილოეთით. იგი აგებულია რუხი თეთრი ქვით.


воскресенье, 20 апреля 2014 г.

ლეგენდა სხალთის ტაძარზე

      თამარის სახელს უკავშრდება ხალხში შემორჩენილი ლეგენდა: "თურმე ოდესღაც ჩვენს ხეობაში თავისი ამალით თამარ მეფეს უმოგზაურია. მოხიბლულა აქაურთა სტუმართმოყვარეობით, გაუცია ბრძანება სხალთაში ეკლესიის მშენებლობისა. ადგილიც მასვე შეურჩევია. თამარის შერჩეული  ადგილიდან ხეობა ხელისგულივით მოჩანდა. ამ ადგილას უზარმაზარი მსხლის ხე მდგარა. მშემებლობა რომ დაეწყოთ ხის მოჭრა დაუჭყვიათ. როდესაც  დილით ხეს ჭრიდნენ მშენებლები, ღამით ხე ისევ მთელდებოდა. ყველანი საგონებელში ჩავარდნილან. ბოლოს ერთი წინასწარმეტყველის რჩევით ღამით ცულები ხის ჭრილში ჩაუტევიათ. მეორე დღეს რომ მისუალან უნახავთ , რომ ჭრილი ვეღარ გამთელებულიყო. ასე მოახერხეს ხის მოჭრა და მშენებლობის დაწყება. მასზე მშენებლებს უთქვამთ: სხალი კი არა სხალმთააო და ტაძრისა და სოფლისათვის "მსხალთა" ანუ სხალთა უწოდებიათ.

суббота, 19 апреля 2014 г.

წაბლანის ტრაგედია

     1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში, ჩანჩრუხევში ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის სამი ბავშვის. ტკივილი რომელიც არასოოდეს დაგვავიწყდება. 

 ანზორ აბაშიძე სხალთის ( მაშინ ყინჩაურის) სკოლის ფიზიკის მასწავლებელი იყო. ბავშვებისათვის განსაკუთრებით საყვარელი მასწავლებელი. მეუღლე ლილი ახალგარდაცვლილი იყო. ოთხი პატარა დარჩა გასაზრდელი და ანზორმა მეორედ დაქორწინდა. შვილის გაჩენას კიდევ ერთხელ ელოდებოდა და... მეწყერმა მოუსწრაფა სიცოცხლე... თვეები გავიდა და პატარა დაიბადა. ანზორი დაარქვეს.





четверг, 27 марта 2014 г.

სხალთა-ხიხანის ხეობა ჭეშმარიტი ისტორიაა დედასაქართველოსი

     სხალთა-ხიხანის ხეობა ჭეშმარიტი ისტორიაა დედასაქართველოსი, ფრთაშემართული სხალთის ტაძარი, ჩვენი ძრძველი ქრისტიანობის, დიდი ქართველობის და უკვდავების სიმბოლოა. ხიხანის ციხე საქართველოს სამხრეთის კარიბჭეა, ნამდვილ არწივთა საბუდარია, რომელმაც არაერთი, ამ ხეობის შვილი აღზარდა და დააფრთიანა ერისა და ქვეყნის სასახელოდ.
    ამ ხეობის შვილები ვამაყობთ ჩვენი კუთხის გმირული წარსულით, ცრემლნარევი და სისხლნარევი, მაგრამ ამავე დროს ზეცამდე ამაღლებული ჭეშმარიტად გმირული ისტორიით. აჭარამ, საქართველოს ამ ძირძველმა კუთხემ იწვნია მეხთატეხა, რომელიც დედასამშობლოს დაატყდა თავს.
    ყოვლისმომსწრეა აჭარის სისხლით დაწერილი ისტორია. სხალთელები დღესაც ვმღერით სხალთის მწარე ისტორიის ჰანგებზე დაწერილ სიმღერებს:
სამასი წელი, სამასი წელი
დაგვიწვეს ხატი საკურთხეველი,
ცოდვა დაიდეს, სისხლი და ცრემლი
ხიხანელი და სხალთისხეველის
   აჭარის მთიანეთი ცოცხლობს თავისი დიდი ისტორიით, გვეამაყება წინაპართა გმირული წარსული.  აჭარა, ხომ საუკუნეების განმავლობაში დედასამშობლოს ფარიც იყო და მახვილიც. ხიხანის, ვარდჩიხის, სხალთის, ვერნების, თიკანაურის, ციხისყელის, თხილვანის, კალოთის ქონგურთგან, თამარის ხიდებთან შემოგვცქერიან ქარიშხლიანი
საუკუნენი, მრავალჭირ-ვარამ გამოვლილი გმირული სახელები.

     სხალთა-ხიხანის ხეობის წიაღში დაიბადა და გაიზარდა დიდი მეცნიერი, მწიგნობარი, ღვთისმეტყველი, მწერალი, ასტრონომი, ისტორიკოსი, ეპოქის გამორჩეული მოაზროვნე აბისერიძე ტბელი.
      სხალთა ხიხანის ხეობაში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა ეროვნული გმირი სელიმ ხიმშიაშვვილი, რომელმაც აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საქმეში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ძმებთან: ახმედ და შერიფ ხიმშიაშვილებთან ერთად.
       სხალთაში, საქართველოს ამ ერთ მადლიან სოფელში შერიფ ბეგის სახლში იმართებოდა აჭარის ერისკაცთა საქმიანი შეხვედრები და საბოლოოდ აქ  სხალთაში გადაწყდა აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების საკითხი.
   
    სწორედ სახალხო-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პიველმა მედროშემ აჭარაში, სელიმ ხიმშიასვილმა დიდ ეროვნულ საქმეს შესწირა თავი. 1815 წლის 3 ივნისს სელიყანაში სელიმს თავი მოკვეთეს. სულისშემძვრელი მისი სიტყვები თაობებს ვემახსოვრება.

"მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება, მის ხსოვნას ჩემს შვილებს დავუტოვებ"-ო.

вторник, 28 января 2014 г.

ყინჩაური


გურძაული

გურძაული მდებარეობს მდინარე სხალთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 900 მ. საქართველოში.

 მ.ქამადაძე თვლის , რომ ეს ტოპონიმი წარმოქმნილია საკუთარ სახელ გურძადან (მ.ქამადაძე, ადდდლ, გვ. 47, 149).

 ალ. ღლონტის ქართული ლექსიკონის მიხედვით, გურზი კომბლის მსგავს საომარ იარაღს ერქვა (თბ., 1964. გვ. 81). 

გურძი თურქ-სპარსული რკინის კეტს, ადრე კომბლის მსგავსს საომარ იარაღს ერქვა. ს. ს. ორბელიანის განმარტებიტ, ბადროს, კვერთხსაც ეწოდება.

 საქართველოში ძველად ყოფილა საკუთარი სახელი გურიჯა, გურძა, გვარი გურჯიძე, გურძიშვილი. 

პროფესორი რ. შამილაშვილის მოსაზრებით, ეს სახელწოდება მიღებულია ქართული ენისა და მისი ძველი თურქულ-სპარსული სახელი გურჯი - გურჯისტანიდან, რომელმაც მოგვცა გურჯა, გურძა. ასე მივიღეთ გურძაული, ანუ  გურძას საცხოვრებელი ადგილი.