თამარის სახელს უკავშრდება ხალხში შემორჩენილი ლეგენდა: "თურმე ოდესღაც ჩვენს ხეობაში თავისი ამალით თამარ მეფეს უმოგზაურია. მოხიბლულა აქაურთა სტუმართმოყვარეობით, გაუცია ბრძანება სხალთაში ეკლესიის მშენებლობისა. ადგილიც მასვე შეურჩევია. თამარის შერჩეული ადგილიდან ხეობა ხელისგულივით მოჩანდა. ამ ადგილას უზარმაზარი მსხლის ხე მდგარა. მშემებლობა რომ დაეწყოთ ხის მოჭრა დაუჭყვიათ. როდესაც დილით ხეს ჭრიდნენ მშენებლები, ღამით ხე ისევ მთელდებოდა. ყველანი საგონებელში ჩავარდნილან. ბოლოს ერთი წინასწარმეტყველის რჩევით ღამით ცულები ხის ჭრილში ჩაუტევიათ. მეორე დღეს რომ მისუალან უნახავთ , რომ ჭრილი ვეღარ გამთელებულიყო. ასე მოახერხეს ხის მოჭრა და მშენებლობის დაწყება. მასზე მშენებლებს უთქვამთ: სხალი კი არა სხალმთააო და ტაძრისა და სოფლისათვის "მსხალთა" ანუ სხალთა უწოდებიათ.
ლეგენდის თანახმად: ტაძრის ასაშენებლად გამოცდილი ოსტატი ყოფილა მოწვეული. ოსტატს საჭირო ქვის მასალას უმზადებდა შეგირდი. სხალთაში ეკლესიიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე არის ადგილი, რომელსაც ხალხი "ქვაბათს" ეძახის. სწორედ აქ მზადდებოდა ეკლესიისათვის ქვა და იქვე ითლებოდა.
შეგირდი ძალიან ნიჭიერი კაცი ყოფილა. მას წინასწარ გამოუთლია, იმ ქვათა რაოდენობა, რომელიც ტაძრის აშენებას დასჭირდებოდა. კლდეზე გამომბული ბაგირით ქვები ტაძრისკენ გადაჰქონდათ ( ამ კლდეს ზენჯირის კლდეს უწოდებენ).
ოსტატს ტაძრის მშენებლობა რომ დაუმთავრებია, გამოსაცდელად შეგირდისთვის შეუთვლია: -რამოდენიმე ქვა დამაკლდა და გამომოგზავნეო. შეგირდს კი შეუთვლია:-რაც გამოგიგზავნე , მშენებლობისათვის საკმაო უნდა ყოფილიყოო. ოსტატს სწყენია თავისი შეგირდის მიხვედრულობა, ახლავე რომ ასეთი ნიჭი გამოიჩინა და მაჯობა, მერე რაღა იქნებაო... ჩემი სიცოცხლე აღარ ღირსო და ეკლესიის სახურავიდან გადაშვებულა და თავი მოუკლავს.
ოსტატის საფლავი ეკლესიის დასავლეთ მხარესაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий