четверг, 27 марта 2014 г.

სხალთა-ხიხანის ხეობა ჭეშმარიტი ისტორიაა დედასაქართველოსი

     სხალთა-ხიხანის ხეობა ჭეშმარიტი ისტორიაა დედასაქართველოსი, ფრთაშემართული სხალთის ტაძარი, ჩვენი ძრძველი ქრისტიანობის, დიდი ქართველობის და უკვდავების სიმბოლოა. ხიხანის ციხე საქართველოს სამხრეთის კარიბჭეა, ნამდვილ არწივთა საბუდარია, რომელმაც არაერთი, ამ ხეობის შვილი აღზარდა და დააფრთიანა ერისა და ქვეყნის სასახელოდ.
    ამ ხეობის შვილები ვამაყობთ ჩვენი კუთხის გმირული წარსულით, ცრემლნარევი და სისხლნარევი, მაგრამ ამავე დროს ზეცამდე ამაღლებული ჭეშმარიტად გმირული ისტორიით. აჭარამ, საქართველოს ამ ძირძველმა კუთხემ იწვნია მეხთატეხა, რომელიც დედასამშობლოს დაატყდა თავს.
    ყოვლისმომსწრეა აჭარის სისხლით დაწერილი ისტორია. სხალთელები დღესაც ვმღერით სხალთის მწარე ისტორიის ჰანგებზე დაწერილ სიმღერებს:
სამასი წელი, სამასი წელი
დაგვიწვეს ხატი საკურთხეველი,
ცოდვა დაიდეს, სისხლი და ცრემლი
ხიხანელი და სხალთისხეველის
   აჭარის მთიანეთი ცოცხლობს თავისი დიდი ისტორიით, გვეამაყება წინაპართა გმირული წარსული.  აჭარა, ხომ საუკუნეების განმავლობაში დედასამშობლოს ფარიც იყო და მახვილიც. ხიხანის, ვარდჩიხის, სხალთის, ვერნების, თიკანაურის, ციხისყელის, თხილვანის, კალოთის ქონგურთგან, თამარის ხიდებთან შემოგვცქერიან ქარიშხლიანი
საუკუნენი, მრავალჭირ-ვარამ გამოვლილი გმირული სახელები.

     სხალთა-ხიხანის ხეობის წიაღში დაიბადა და გაიზარდა დიდი მეცნიერი, მწიგნობარი, ღვთისმეტყველი, მწერალი, ასტრონომი, ისტორიკოსი, ეპოქის გამორჩეული მოაზროვნე აბისერიძე ტბელი.
      სხალთა ხიხანის ხეობაში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა ეროვნული გმირი სელიმ ხიმშიაშვვილი, რომელმაც აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების საქმეში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ძმებთან: ახმედ და შერიფ ხიმშიაშვილებთან ერთად.
       სხალთაში, საქართველოს ამ ერთ მადლიან სოფელში შერიფ ბეგის სახლში იმართებოდა აჭარის ერისკაცთა საქმიანი შეხვედრები და საბოლოოდ აქ  სხალთაში გადაწყდა აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების საკითხი.
   
    სწორედ სახალხო-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პიველმა მედროშემ აჭარაში, სელიმ ხიმშიასვილმა დიდ ეროვნულ საქმეს შესწირა თავი. 1815 წლის 3 ივნისს სელიყანაში სელიმს თავი მოკვეთეს. სულისშემძვრელი მისი სიტყვები თაობებს ვემახსოვრება.

"მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება, მის ხსოვნას ჩემს შვილებს დავუტოვებ"-ო.

Комментариев нет:

Отправить комментарий