воскресенье, 20 апреля 2014 г.

ლეგენდა სხალთის ტაძარზე

      თამარის სახელს უკავშრდება ხალხში შემორჩენილი ლეგენდა: "თურმე ოდესღაც ჩვენს ხეობაში თავისი ამალით თამარ მეფეს უმოგზაურია. მოხიბლულა აქაურთა სტუმართმოყვარეობით, გაუცია ბრძანება სხალთაში ეკლესიის მშენებლობისა. ადგილიც მასვე შეურჩევია. თამარის შერჩეული  ადგილიდან ხეობა ხელისგულივით მოჩანდა. ამ ადგილას უზარმაზარი მსხლის ხე მდგარა. მშემებლობა რომ დაეწყოთ ხის მოჭრა დაუჭყვიათ. როდესაც  დილით ხეს ჭრიდნენ მშენებლები, ღამით ხე ისევ მთელდებოდა. ყველანი საგონებელში ჩავარდნილან. ბოლოს ერთი წინასწარმეტყველის რჩევით ღამით ცულები ხის ჭრილში ჩაუტევიათ. მეორე დღეს რომ მისუალან უნახავთ , რომ ჭრილი ვეღარ გამთელებულიყო. ასე მოახერხეს ხის მოჭრა და მშენებლობის დაწყება. მასზე მშენებლებს უთქვამთ: სხალი კი არა სხალმთააო და ტაძრისა და სოფლისათვის "მსხალთა" ანუ სხალთა უწოდებიათ.

суббота, 19 апреля 2014 г.

წაბლანის ტრაგედია

     1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში, ჩანჩრუხევში ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის სამი ბავშვის. ტკივილი რომელიც არასოოდეს დაგვავიწყდება. 

 ანზორ აბაშიძე სხალთის ( მაშინ ყინჩაურის) სკოლის ფიზიკის მასწავლებელი იყო. ბავშვებისათვის განსაკუთრებით საყვარელი მასწავლებელი. მეუღლე ლილი ახალგარდაცვლილი იყო. ოთხი პატარა დარჩა გასაზრდელი და ანზორმა მეორედ დაქორწინდა. შვილის გაჩენას კიდევ ერთხელ ელოდებოდა და... მეწყერმა მოუსწრაფა სიცოცხლე... თვეები გავიდა და პატარა დაიბადა. ანზორი დაარქვეს.